‘’არმიელთა’’ წარმატებული თამაში ქუთაისში
3
Oct
მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ქუთაისში, ‘’აია’’ არენაზე, გაიმართა რაგბიში, პირველი ლიგის III ტურის გასვლითი მატჩი თბილისის ‘’არმიასა’’ და ქუთაისის ‘’ბაგრატს’’ შორის.
შეხვედრა დამთავრდა ‘’არმიელთა’’ გამარჯვებით, ანგარიშით 38:10.
‘’აია’’ არენაზე, შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე.
ამ ეტაპისთვის, ‘’არმიელები’’, სამცხე-ჯავახეთის ’’ტაოსთან’’ და ოზურგეთის‘’არწივებთან’’ ერთად, 14 ქულით, ცხრილში, მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან.
ცნობისთვის, სპორტულ კლუბ ‘’არმიას’’ დამფუძნებლის უფლებამოსილებას, 2018 წლიდან ახორციელებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.