ქუთაისში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა
მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური კლინიკა ‘’უნიქალმედის’’ ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
აქცია მოიცავდა კარდიოლოგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, ანგიოლოგის კონსულტაციებს. აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 54 ბენეფიციარს. 28 ვეტერანსა და 52 ვეტერანის ოჯახის წევრს, მათ შორის დევნილებსაც.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე, სამმართველოს წარმომადგენელი დავით ახრახაძე და აფხაზეთის ა/რ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი.
ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ‘’უნიქალმედს’’ შორის, მიმდინარე წლის 12 აპრილს გაფორმდა; მემორანდუმის მიზანი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების თანადგომაა. აღსანიშნავია, რომ კლინიკა’’უნიქალ მედი’’ 170 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, მრავალროფილური სტაციონარია, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. კლინიკა უზრუნველყოფს ყველა სახის სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მომსახურებას.
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.