ხულოში ჩატარდა ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი ტურნირი მკლავჭიდში
მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს ორგანიზებით და აჭარის ა.რ მკლავჭიდის ფედერაციის მხარდაჭერით, ხულოს საშუალოს სკოლის სპორტულ დარბაზში, ჩატარდა ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი ტურნირი – მკლავჭიდში სკოლის მოსწავლეთა შორის.
ტურნირში, მონაწილეობას, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 20-მდე სკოლის, 80-მდე მოსწავლე იღებდა, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.
ტურნირის მონაწილეებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და ბრენდირებული საჩუქრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსმა, შოთა ყიფიანმა და აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა, გოჩა შავაძემ გადასცეს.
ომის ვეტერანების სახელობის ტურნირი მკლავჭიდში სკოლის მოსწავლეთა შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოსა და აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის ინიციატივით წელს დაარსდა და ყოველ წელს ჩატარდება.