დღეს, უკრაინაში, კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა
18
Jan
დღეს, უკრაინაში, კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე, ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი, აქედან, 15 ბავშვი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ- მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის კოლექტივი, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ბრავარიში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებს, ახლობლებს, უკრაინელ ხალხს.
ამ, კიდევ ერთ მძიმე წუთებში, ჩვენ, უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ!