მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს – ქეთო ლორიას, 100 წელი შეუსრულდა
ღვაწლმოსილ ქალბატონს დაბადების დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსმა – შოთა ყიფიანმა, აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და სამმართველოს თანამშრომლებმა მიულოცეს.
შოთა ყიფიანმა ქეთო ლორიას ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და დღეგრძელობა უსურვა. ვეტერანმა ქალბატონმა, სამსახურისგან და აჭარის ა.რ მთავრობისგან სიმბოლური საჩუქრები მიიღო.
ქეთო ლორია სტუდენტი იყო, როდესაც ომში წასვლა გადაწყვიტა. იყო მოსკოვში, პოლონეთში, ოდესასა და რუმინეთში. ოდესიდან – რუმინეთამდე 400 კმ ფეხით გაიარა, ფაშიზმზე გამარჯვება კი ქალაქ გალაცში იზეიმა. ქეთევან ლორიამ მეორე მსოფლიო ომში სამი წელი და ხუთი თვე დაჰყო. მას პედაგოგიური საქმიანობის 56 წლიანი გამოცდილება აქვს. ჰყავს ერთი შვილი და ორი შვილიშვილი.