‘’საქართველოს გენერალთა კლუბთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 15 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ  “საქართველოს გენერალთა კლუბს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის დამყარდეს მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც უზრუნვეყოფს იმ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც დაკავშირებული იქნება ძალოვანი უწყებების განვითარებასა და მომავალ თაობებში უმაღლესი სახელმწიფო წოდების_’’გენერლის’’ პოპულარიზაციასთან; ხელს შეუწყობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ გენერალთა ისტორიის (ბიოგრაფიის) გაცნობას; თადარიგში მყოფ გენერალთა აქტიურ მონაწილეობას და მათი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის საკითხებში; არსებული სამხედრო-ისტორიული და სამეცნიერო პოტენციალის  შესწავლაში გენერალთა ჩართულობას; სამხედრო ისტორიის  პრობლემებზე სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო, საონფორმაციო-ანალიტიკური პროექტების შექმნაში, განხორციელებასა და  მათ რეალიზებაში გენერალთა აქტიურ მონაწილეობას; მომავალი თაობების სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მიზნით გენერალთა შეხვედრებს მოსწავლეებთან სკოლებში, კადეტებთან ლიცეუმებში და სტუდენტებთან უმაღლეს სასწავლებლებში;

მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ “საქართველოს გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.