კობა კობალაძემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში,მცხეთა-მთიანეთში რეგიონული სამმართველოს ახალი უფროსი, მურთაზ გაბიტაშვილი წარადგინა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს ბაკურ ავსაჯანიშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ქირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ რეგიონში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ახალი უფროსი, მურთაზ გაბიტაშვილი წარადგინა.
მურთაზ გაბიტაშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანია. მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992-93 წლებში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. დაჯილდოებულია მედლით “მხედრული მამაცობისთვის” და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
შეხვედრებზე, კობა კობალაძემ, დეტალურად ისაუბრა რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავების, სამსახურის ბენეფიციართა ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის, ამ კუთხით ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევისთვის, სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის გაღრმავების შესახებ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან ამირიძე.