თავდაცვის ძალების გუნდი, საფრანგეთში, რაგბის მსოფლიო შეიარაღებული ძალების ჩემპიონატში მონაწილეობს
საქართველოს თავდაცვის ძალების გუნდი, საფრანგეთში, XV-კაცა რაგბის, შეიარაღებული ძალების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს. ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა ესპანეთის თავდაცვის ძალების ეროვნულ გუნდთან გამართა და გამანადგურებელი ანგარიშით – 87:0 გაიმარჯვა.
რაგბის შეიარაღებული ძალების მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში გაიმართება და ტურნირში 12 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს: საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ტონგა, უზბეკეთი და ფიჯი. ქართული არმიის ნაკრები მომდევნო მატჩს 23 აგვისტოს დიდ ბრიტანეთის გუნდთან გამართავს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში, რაგბის გუნდის “არმიის” წევრებიც იმყოფებიან, რომლებიც შემდეგ შეხვედრებშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. ჩემპიონატი წელს მეოთხედ ტარდება, საქართველოს თავდაცვის ძალების ნაკრები კი ტურნირში მესამედ მონაწილეობს.