5
Apr
დასუფთავების აქცია პეტრე-პავლეს ძმათა სასაფლაოზე

მიმდინარე წლის 5 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირდებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და შპს „ ჰერმესის“ თანამშრომელთა მონაწილეობით ჩატარდა დასუფთავების აქცია პეტრე-პავლეს ძმათა სასაფლაოზე.

29
Mar
ფოტოგამოფენა – „სამშობლოსათვის“

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიხსნა ფოტოგამოფენა: „სამშობლოსათვის“.

26
Mar
უფასო სამედიცინო კვლევები ხონის რაიონში მცხოვრები ვეტერანებისთვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,, საქართველოს ქალების მშვიდობისა და სიცოცხლისათვის,, ორგანიზებითა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხონში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. მობილური ჯგუფის სხვადასხვა პროფილის კვალიფიციურმა ექიმებმა ასობით ვეტერანს და მათი…

26
Mar
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა 150 ძირი ხეხილის ნერგი დარგეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს საპატრიარქოსა და არასამთავრობო სექტორის ხელშეწყობით დაიწყო პროექტის “ომის ვეტერანები მომავალი თაობისათვის” განხორციელება.

23
Mar
ვლადიმერ იმნაძე ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ​ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის წარმომადგენლებს, პოლკოვნიკებს მეთ ამიდონსა და მიგელ ჰაუს უმასპინძლა.

22
Mar
მემორანდუმი გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალთან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

21
Mar
C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია რუსთავში მცხოვრები ვეტერანებისთვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში  მცხოვრებ 90-მდე ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ.

20
Mar
ვლადიმერ იმნაძემ აზერბაიჯანის შაჰიდთა, ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, მისმა მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ აზერბაიჯანის შაჰიდთა, ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

16
Mar
ქართული არტილერიის 25 წლის იუბილე

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა ნიკოლოზ კვეზერელმა და ჯანდრი უბირიამ უწყების თანამშრომლებთან ერთად,  გმირთა მოედანზე, აფხაზეთში 1993 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

16
Mar
ვლადიმერ იმნაძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი,  ვლადიმერ იმნაძე აზერბაიჯანის შაჰიდთა, ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის მიწვევით,  დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.