25
Sep
ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი დაიწყო

“იმედის” მუნიციპალურ სტადიონზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართა. ტურნირის პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და გორის „დილა“ შეხვდნენ. გახსნის ცერემონიას დაესწრო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ…

22
Sep
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 20 წლისაა

საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ  სამსახურის სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა  თანამშრომლები, რომლებიც უწყებაში დაარსების დღიდან მუშაობენ და მადლობა გამოუცხადა მათ.

20
Sep
სამსახურის დირექტორი საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი საქართველოს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრებს და ფედერაციის პრეზიდენტს ერეკლე გურჩიანს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ნაკრებს უნგრეთში  წარმატებული გამოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

18
Sep
სტეფანწმინდაში აფხაზეთის ომის გმირების, ყაზბეგელი მორაგბეების და ტყუპების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელობის სარაგბო ტურნირი გაიმართა

სტეფანწმინდაში აფხაზეთის ომის გმირების, ყაზბეგელი მორაგბეების და ტყუპების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელობის სარაგბო ტურნირი გაიმართა.14 წლამდე წლამდელთა სარაგბო ტურნირში, 16 გუნდს შორის გამარჯვებული თბილისის „აკადემია“ გახდა, მეორე ადგილ თბილისის „ხვამლმა” დაიკავა, მესამე…

16
Sep
ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

16 სექტემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ.

6
Sep
შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან

ვლადიმერ იმნაძე საერთაშორისო ორგანიზაციის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების განყოფილების სამარხების შესახებ ინფორმაციის მოპოვების ოფიცრებს მზია ანთაშვილს და ანა გოგოხიას, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მოძიების სახელმწიფო კომისიის კოორდინატორს ალიბაბა ჩადუნელს შეხვდა.

30
Aug
ვეტერანების დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური მიწვევით უკრაინის ქ.ხერსონში იმყოფებოდა,  სამშობლოში დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი 24 აგვისტოს, ხერსონის მოქალაქეებთან და…

24
Aug
ვლადიმერ იმნაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი უწყების თანამშრომლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ხერსონის მერის მიწვევით უკრაინაში იმყოფებიან

21
Aug
კლინიკა „ლანცეტის“ სპეციალისტებმა ბორჯომის ვეტერანებს კვლევები ჩაუტარეს
19 აგვისტოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ბორჯომის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, უსასყიდლო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარდათ ბორჯომის რაიონის ვეტერანებს. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებმა მიიღეს. 102 წლის ვეტერანს...
12
Aug
ვეტერანებს კლინიკა „ლანცეტში“ კვლევები ჩაუტარდათ

12 აგვისტოს სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ოფთალმოლოგებმა თეა ხოჯავამ და საიდა გასანოვამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს და გამოკვლევები ჩაუტარეს.