11
Aug
ვეტერანებმა შინდისში გმირთა მემორიალი შეამკეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა და დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ უწყების თანამშრომლებთან ერთად სოფელ შინდისში, რუსული აგრესიის დროს დაღუპულ ქართველ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს….

9
Aug
კამპანია “აღადგინეს” შემაჯამებელი ღონისძიება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში კამპანია “აღადგინეს” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საღამოს იმ კომპანიების და უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენის პროცესში. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ისევე როგორც სხვა კომპანიებს, გადაეცა…

8
Aug
ვარკეთილში აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების სახელობის მემორიალი გაიხსნა

ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.

8
Aug
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავი

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და უწყების თანამშრომლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულთა საფლავები გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.

7
Aug
ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირის გამარჯვებული თბილისის „თბილისია“
ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირის ფინალურ მატჩში, თბილისის „თბილისსა“ და ზესტაფონის „მარგვეთს“ შორის დედაქალაქის გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 4-1. საფეხბურთო ტურნირი ორი დღის განმავლობაში, 6 და 7 აგვისტოს „იმედის“ სპორტულ მოედანზე მიმდინარეობდა. ასპარეზობაში თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის,...
6
Aug
თბილისში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დაიწყო

6 აგვისტოს ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართა. საფეხბურთო ტურნირზე ორი დღის განმავლობაში,6 და 7 აგვისტოს, „იმედის“ სპორტულ მოედანზე, მუშტაიდის ბაღის მიმდებარედ, ერთმანეთს თბილისის, ბათუმის,…

5
Aug
ვეტერანებს კლინიკა „ლანცეტში“ თვალის უფასო კვლევები ჩაუტარდათ

5 აგვისტოს, 11.00 საათზე, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ოფთალმოლოგებმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს და გამოკვლევები ჩაუტარეს.

27
Jul
ვლადიმერ იმნაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონალურ კოორდინატორს ლინა მილნერს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონალურ კოორდინატორს ლინა მილნერს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ომისა და სამხედრო კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიების შესაძლო გზები და…

21
Jul
ვეტერანთა და ვეტერანების ოჯახის წევრთა დიაგნოსტირება და გამოკვლევები „ტუბერკულოზისა და ფილტვის ეროვნულ ცენტრ”-ში
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ცენტრში ვეტერანთა და ვეტერანების ოჯახის წევრთა დიაგნოსტირებისა და გამოკვლევების პირველი ეტაპი გაიმართა. აქციის ფარგლებში, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება,...
20
Jul
შეხვედრა საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილ მრჩეველთან სი ჯეი ნატერთან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პოლკოვნიკს, საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილ მრჩეველს სი ჯეი ნატერს შეხვდნენ.