12
Mar
ზუგდიდში ვეტერანებისთვის თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

მიმდინარე წლის 11 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო…

9
Mar
საქართველოს ეროვნულ გმირს, გენო ადამიას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა

გენო ადამია (1936-1993) ქართველი გენერალ-მაიორი, 23-ე ბრიგადის პირველი მეთაური. 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

9
Mar
საქართველოს ეროვნული გმირი – ალექსანდრე ონიანი

ალექსანდრე ონიანი  (1981-2008) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს,  სოფელ შინდისთან, თანამებრძოლებთან ერთად, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსეთის არმიის მოტომსროლელ ასეულთან. ერთსაათიან ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა, მათ შორის ალექსანდრე ონიანიც.

8
Mar
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ და სამსახურის წარმომადგენლებმა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, გენო ადამიას საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს ეროვნულ გმირს, გენო…

7
Mar
კობა კობალაძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ,  ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული…

7
Mar
საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც, აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილო-კავკასიელმა კონფედერატებმა, იგი თანამებრძოლებთან…

3
Mar
კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული გმირების დედებს, დედის დღე მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლეს, მაკა ჩიკვილაძეს, აფხაზეთის ომში დაღუპული 20 წლის მებრძოლის, მამუკა ბეინაშვილის დედას, ქალბატონ…

2
Mar
დღეს გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ – ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, – „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად…

25
Feb
კობა კობალაძემ ტაბახმელაში იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილეებმა – მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმანძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა ტაბახმელაში, საბჭოთა…

25
Feb
ჩაფიძის გულის ცენტრის 139-ე საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

მიმდინარე წლის 25 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 139-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს….