8
Dec
წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილესთან ჯანდრი უბირიასთან, უწყების თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც 1992-93 წლებში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი…

8
Dec
“საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ ვეტერანების თანადგომას კვლავ განაგრძობს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაციას “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. მემორანდუმის ფარგლებში,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობით, ორგანიზაცია განახორციელებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ვეტერანების სოციალური და ჯანმრთელობის…

7
Dec
აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა

მიმდინარე წლის ნოემბერში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოსვენებულ იქნა 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 პირის_…

4
Dec
119-ე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაფიძის გულის ცენტრში

მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, რიგით 119-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს….

3
Dec
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, ოფიციალურად, 1992 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 47/3 რეზოლუციით, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და  მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით აღიარეს.

3
Dec
შეხვედრა აგრარულ სექტორში დასაქმებულ ვეტერანთა მხარდასაჭერად

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსმა, ლელა კიკნაძემ შეხვედრა გამართეს პროექტ ‘’ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ დირექტორ, იეტონ სტაროვთან…

23
Nov
კობა კობალაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, თეიმურაზ მღებრიშვილს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი – კობა კობალაძე  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, თეიმურაზ მღებრიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის სამომავლო თანამშრომლობის…

22
Nov
კობა კობალაძემ თიბისი ფეის წარმომადგენლებთან ვეტერანთა დასაქმების საკითხი განიხილა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე  თიბისი ფეის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ლევან კახიანსა და ინკასაციის სამსახურის უფროსს, მიხეილ სვანიძეს შეხვდა და კომპანიაში ვეტერანების დასაქმების პერსპექტივები განიხილა; სტუმრებმა, არსებულ ვაკანსიებზე, სამსახურის ბენეფიციარების…

22
Nov
სპეციალური ოპერაციების ძალების დღე

1999 წლის 22 ნოემბერს, კოჯორში, მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციათა მოსამზადებელი ცენტრის ბაზაზე, დაიწყო „სპეც დანიშნულების საბრძოლო კურსი“, რომელიც 12-მა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა და პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი ჩამოყალიბდა. ამით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა…