10
Mar
ვეტერანებს ოფთალმოგიური კვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ლაიონსების თვალის ცენტრში გლდანში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო პირველადი ოფთალმოგიური კვლევა ჩაუტარდათ. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 40-მდე ბენეფიციარს.

9
Mar
სამუშაო შეხვედრა რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დღეს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

9
Mar
ვლადიმერ იმნაძემ 100 წლის ვეტერანს მარია სიბაშვილს ქალთა დღე მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა და მირონ ჩიგოგიძემ, თანამშრომლებთან ერთად ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს, მარია სიბაშვილს, დაბადების 100 წლის იუბილე და ქალთა საერთაშორისო…

6
Mar
ვლადიმერ იმნაძე ახალციხის მერს ზაზა მელქაძეს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხეში ჩავიდა და მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა მელქაძეს შეხვდა. 

5
Mar
კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, ჭიათურიდან, მარნეულიდან და რუსთავიდან ჩამობრძანებულ ვეტერანებს, ასევე აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ.

5
Mar
ვახტანგ ყოლბაიამ და ვლადიმერ იმნაძემ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების დედებს ქალთა დღესასწაული მიულოცეს

აფხაზეთის მთავრობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

3
Mar
„მხიარული მარათონი“ ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილებისთვის

სპორტ კომპლექს „არენა-1“-ის ტერიტორიაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილებისთვის სპორტული და გასართობი ღონისძიება „მხიარული მარათონი“ გაიმართა.

2
Mar
ამერიკელი სამხედრო კაპელანი ვეტერანებს შეხვდა

საქართველოს  ეწვია  ამერიკის ქვეითი ბრიგადის საბრძოლო დანაყოფის საოჯახო პროგრამების დირექტორი, მაიორი ლესლი ჩენდლერი.  მაიორი ჩენდლერი აშშ-ის ჯორჯიის შტატის  ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. იგი არის ქვეითი ბრიგადის საბრძოლო დანაყოფის კაპელანი და  სახელმწიფო საოჯახო პროგრამის დირექტორი.

27
Feb
ვლადიმერ იმნაძე “OttoBock”-ის წარმომადგენელს დიმიტრი დანიჩენკოს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock”-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერს დიმიტრი დანიჩენკოს  და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორს თეა ერისთავს უმასპინძლა.

25
Feb
ვლადიმერ იმნაძემ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ იმნაძემ უწყების წარმომადგენლებთან ერთად ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.