18
Sep
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს უმით ნაჯი იორულმაზს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს)  ვიცე-პრეზიდენტს, უმით ნაჯი იორულმაზს, სააგენტოს შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების დეპარტამენტის უფროსს, ალი ოზგიუნ ოზთურქს,…

16
Sep
16 სექტემბერი – საქართველოს ეროვნული გმირის, ავთანდილ იოსელიანის დაბადების დღე

ავთანდილ იოსელიანი  (1952-1992)  1992 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ოჩამჩირეში, თანამებრძოლების გარემოცვაში, სადაც ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ, ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარშემომყოფები სიკვდილს გადაარჩინა.

15
Sep
ქუთაისის რეფერალურმა ჰოსპიტალმა ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქცია ოზურგეთში ჩაატარა

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის რეფერალურმა ჰოსპიტალმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევები, უფასოდ ჩაატარა. საქველმოქმედო აქციით ისარგებლა სამსახურის…

9
Sep
ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია შუახევის მუნიციპალიტეტში ჩაატარა

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, შუახევში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო…

4
Sep
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზა დაბა ურეკში გამართული სპორტული ბანაკითდასრულდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდული მედია-კავშირის ორგანიზებით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზა დაბა ურეკში გამართული ერთკვირიანი სპორტული ბანაკით დასრულდა. ‘’ყველა დროის ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი…

3
Sep
კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მეომრის ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე_ ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, თბილისში, წმ. სამების სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ, სადაც უკრაინაში, რუსული აგრესიის…

31
Aug
31 აგვისტოს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღინიშნება

31 აგვისტოს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღინიშნება. თარიღი 2016 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  გადაწყვეტილებით დაწესდა. საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო…

30
Aug
კობა კობალაძე თურქეთის საელჩოში თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დაესწრო

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური მიწვევით, თურქეთის საელჩოში გამართულ თურქეთის გამარჯვების 101-ე წლისთავთან და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო მიღებას დაესწრო. მან, საქართველოში…

30
Aug
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა

დღეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაკარგულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ თანაუგრძნო იმ…

29
Aug
კობა კობალაძემ საერთაშორისო ლაიონს კლუბის პრეზიდენტს პატი ჰილს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საერთაშორისო “ლაიონს კლუბების”(LIONS CLUBS INTERNATIONAL) პრეზიდენტს, პატი ჰილსა და “ლაიონს კლუბების” კოორდინატორს საქართველოში, ბენტ იესპერსენს უმასპინძლა. კობა კობალაძემ, სტუმრებს გააცნო სამსახურის…