9 მარტი – საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის დაბადების დღეა
ალექსანდრე ონიანი (1981-2008 წ.წ) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან, თანამებრძოლებთან ერთად, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსეთის არმიის მოტომსროლელ ასეულთან. ერთსაათიან ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა, მათ შორის ალექსანდრე ონიანიც.