8
Apr
ამპუტანტ ფეხბურთელთა მეორე ეროვნული ჩემპიონატის გახსნა.

8 აპრილს საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა. ჩემპიონატის გახსნას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

6
Apr
ვეტერანების პროთეზირების მე-8 ეტაპი დაიწყო

სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, გერმანულ კომპანია ,,ottobock”-ს და შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მიმდინარე წლის 5 აპრილს განხორციელდა ვეტერანების პროთეზირების მე-8 ეტაპი.

28
Mar
ვეტერანების ოჯახის წევრების სტუმრობა ბავშვთა გასართობ ცენტრში

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები ვეტერანთა ოჯახის წევრებისათვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებით გასართობი ღონისძიება გაიმართა.

16
Mar
სოხუმზე შეტევის მოგერიების დღე

დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, სამსახურის სხვა თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და აფხაზეთის მთავრობამ გმირთა მოედანზე სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიების თარიღი    აღნიშნეს.,გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული მეომრები გაიხსენეს.

14
Mar
ვლადიმერ იმნაძემ “OttoBock”-ის წარმომადგენელს დიმიტრი დანიჩენკოს უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock”-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერს დიმიტრი დანიჩენკოს შეხვდა.

13
Mar
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს.

8
Mar
ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი ბავშვებმა მიულოცეს

8 მარტს „გობელენის მუზეუმში“ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილების ნახატების გამოფენა გაიმართა.

1
Mar
ვეტერანთათვის სახელმწიფო პროგრამების გაცნობა

1-ელ მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით უწყების ბენეფიციართათვის გაიმართა საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების პრეზენტაცია.

22
Feb
შეხვედრა სააგენტოს წარმომადგენლებთან.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

18
Feb
სამედიცინო გამოკვლევები ვაზიანში მცხოვრები ვეტერანებისთვის

18 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით, დაბა ვაზიანის ამბულატორიაში კომპაქტურად ჩასახლებულ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდათ.