ვეტერანი მეკლდეური ნიკოლოზ კვეზერელი კვლავაც უხელმძღვანელებს საქართველოს მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციას.
31 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ნიკოლოზ კვეზერელი მეკლდეურობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ნიკოლოზ კვეზერელი ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.