22
Feb
შეხვედრა სააგენტოს წარმომადგენლებთან.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

18
Feb
სამედიცინო გამოკვლევები ვაზიანში მცხოვრები ვეტერანებისთვის

18 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით, დაბა ვაზიანის ამბულატორიაში კომპაქტურად ჩასახლებულ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდათ.

26
Jan
წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით დღეს საკანონმდებლო ინიცირებებისა და სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ვეტერანების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციის დაწყებამდე უწყების დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

10
Jan
დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს სახელმწიფო ორდენები გადასცეს

დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გმირულად დაღუპულ მებროლთა ოჯახებს სახელმწიფო  ორდენები გადასცა.

6
Jan
ყვარელში 100 წლის ვეტერანი დააჯილდოვეს

დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, დავით მეტრეველს 100 წელი შეუსრულდა. იუბილარს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე ეწვია, დაბადების დღე პირადად მიულოცა, სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

18
Dec
პატრიარქმა ომის ვეტერანები დალოცა

დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ, ბარბარობის დღესასწაულსა და ეროვნული გვარდიის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები დალოცა.

22
Oct
მარათონი „ვეტერანები ჯანსაღი ცხოვრების სადარაჯოზე“

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით კუს ტბის ტერიტორიაზე მარათონი ჩატარდა. „ვეტერანები ჯანსაღი ცხოვრების სადარაჯოზე“  – ამ დევიზმა უამრავი ვეტერანი გააერთიანა.

21
Oct
ვეტერანებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანის კვირეულის ფარგლებში დღეს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრსა და ლაიონსების თვალის ცენტრში ვეტერანებს უფასო კვლევებიც ჩაუტარდათ.