6
Aug
კობა კობალაძემ აჭარის მთიანეთში მცხოვრებ ვეტერანებს სახალხო დღესასწაული – ”შუამთობა” მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და აჭარის ა.რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და ვეტერანებთან…

5
Aug
შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ზოიძეს და მერის მოადგილეს, დავით ვერულიძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, ქობულეთის მერს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტში…

4
Aug
კობა კობალაძე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აჭარის ა.რ ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, არჩილ ჩიქოვანს შეხვდა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, ვეტერანებისთვის მერიის მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და არსებულ შეღავათებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა…

4
Aug
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA-მ) ‘’გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას’’ მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი საჩუქრად გადასცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის კოოპერაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში, TIKA-მ ‘’გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციას’’ საჩუქრად გადასცა…

2
Aug
კობა კობალაძე გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპლების პანაშვიდს დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილესთან მირონ ჩიგოგიძესთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების პანაშვიდს დაესწრო და  გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა….

31
Jul
მესტიელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩატარდა

მიმდინარე წლის 30 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ‘’თბილისის გულის ცენტრმა,’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. აქცია…

30
Jul
30 ივლისი, ქვეყანაში, გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა _ მიმდინარე წლის 29 ივლისს, გუდაურში, კატასტროფა განიცადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელიც პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად ადგილზე მიფრინავდა. კატასტროფის შედეგად,  ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი,…

26
Jul
გორელი შშმ ვეტერანები სარეაბილიტაციო კურსს დაბა ურეკში გაივლიან

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით და ა(ა)იპ ‘’სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის’’ თანადგომით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების 20 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანი, მიმდინარე…

19
Jul
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა

ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, გაიმართა პარაპლანით ფრენის ღონისძიება, რომლის მონაწილეებმაც, სპორტის ექსტრემალურ სახეობაში, კერძოდ  პარაგლაიდინგში მოსინჯეს საკუთარი ძალები და პატარა ლილოს მთიდან პარაპლანით გადმოხტნენ. წელს, სხვა წლებთან შედარებით,…

18
Jul
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, სპორტის რამდენიმე სახეობაში ჩემპიონატები გაიმართა

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზამ , რომელსაც ახალგაზრდული მედიაკავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ახორციელებს, ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში 200–მდე შშმ პირს, დაჭრილ ჯარისკაცსა და ომის ვეტერანს…