13
Oct
17 ვეტერანს სამედიცინო ცენტრ „მზერაში“ თვალის ოპერაციები ჩაუტარდათ
დღეს, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერაში“,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ზუგდიდში მცხოვრებ 17 ვეტერანს თვალის ლაზერული, ქირურგიული და ამბულატორიული ოპერაციები ჩაუტარდათ. გამოკვლევები ზუგდიდში მცხოვრებ 150-მდე ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს, ჯერ კიდევ ზაფხულში...
9
Oct
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები წარადგინა

დღეს, პარლამენტში, გაიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაფართოებული სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე.

27
Sep
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, დირექტორის მოადგილეებმა ჯანდრი უბირიამ და მირონ ჩიგოგიძემ, უწყების თანამშრომლებთან ერთად გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

26
Sep
ტურნირის გამარჯვებული თბილისის „თბილისი“ გახდა

„იმედის” მუნიციპალურ სტადიონზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირის საფინალო შეხვედრა გაიმართა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და ზესტაფონის „მარგვეთი“ დაუპირისპირდნენ.  გამარჯვებული თბილისის „თბილისი“ გახდა. შესაბამისად, მეორე ადგილი ზესტაფონის „მარგვეთმა“ დაიკავა,…

26
Sep
საქართველოს ამპუტანტმა ფეხბურთელებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ჩიხრაძემ, ამპუტანტ ფეხბურთელებთან ერთად გმირთა მოედანზე  საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „იმედის“ მუნიციპალურ სტადიონზე მიმდინარე ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი  დღეს დასრულდება.
25
Sep
ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი დაიწყო

“იმედის” მუნიციპალურ სტადიონზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართა. ტურნირის პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და გორის „დილა“ შეხვდნენ. გახსნის ცერემონიას დაესწრო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ…

22
Sep
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 20 წლისაა

საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ  სამსახურის სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა  თანამშრომლები, რომლებიც უწყებაში დაარსების დღიდან მუშაობენ და მადლობა გამოუცხადა მათ.

20
Sep
სამსახურის დირექტორი საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი საქართველოს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრებს და ფედერაციის პრეზიდენტს ერეკლე გურჩიანს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ნაკრებს უნგრეთში  წარმატებული გამოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

18
Sep
სტეფანწმინდაში აფხაზეთის ომის გმირების, ყაზბეგელი მორაგბეების და ტყუპების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელობის სარაგბო ტურნირი გაიმართა

სტეფანწმინდაში აფხაზეთის ომის გმირების, ყაზბეგელი მორაგბეების და ტყუპების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელობის სარაგბო ტურნირი გაიმართა.14 წლამდე წლამდელთა სარაგბო ტურნირში, 16 გუნდს შორის გამარჯვებული თბილისის „აკადემია“ გახდა, მეორე ადგილ თბილისის „ხვამლმა” დაიკავა, მესამე…

16
Sep
ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

16 სექტემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ.