15
Oct
ვეტერანებისათვის ფილმი “შინდისის” ჩვენება გაიმართა

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და “ახალგაზრდული მედია-კავშირის” (თავმჯდომარე, ხატია გავაშელი) მხარდაჭერით, კინოთეატრ “ამირანში” ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის, მხატვრული ფილმის, “შინდისის” დახურული ჩვენება გაიმართა.

10
Oct
უწყებაში საკონსულტაციო-სათათბირო საბჭოს სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის ინიციატივით,  ჩატარდა, სამსახურთან არსებული, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და საველე მეთაურთაგან შემდგარი საკონსულტაციო -სათათბირო საბჭოს სხდომა.

27
Sep
26 წელი სოხუმის დაცემიდან
დღეს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოში უკრაინის სამხედრო ატაშესთან, ევგენი ორლოვთან, საელჩოს წარმომადგენლებთან და მთავრობის სხვა...
26
Sep
აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა სახელობის ტურნირი ბაზიერობაში

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ ჩოხატაურელ მებრძოლთა სახელობის ღია პირველობა ბაზიერობაში.

25
Sep
აქცია ’’ვეტერანები სიცოცხლის გადასარჩენად’’
მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სისხლის უანგარო დონაციის აქცია - "ვეტერანები სიცოცხლის გადასარჩენად" ჩატარდა. აქციის ფარგლებში, სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ექიმებმა, დონორობის მსურველი უწყების თანამშრომლებისა და ვეტერანებისაგან ჩაიბარეს სისხლი, რომელიც მძიმე სენით...
18
Sep
ვ.იმნაძის დავალებით, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები აჭარასა და გურიაში იმყოფებიან

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის დავალებით, უწყების სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ წერეთელი და დეპარტამენტის თანამშრომელი, კარლო ხმელიძე, ოფიციალური მივლინებით, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ,…

16
Sep
ვლადიმერ იმნაძის შეხვედრები რეგიონულ სამმართველოებში
მიმდინარე წლის 9-15 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსთან, ნუგზარ კაიშაურთან და უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ილიას რიზაევთან ერთად, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა...
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა
მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დიდუბის საგამოფენო დარბაზის "Expo Georgia"-ს მე-3 პავილიონში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიება სახელწოდებით - "არ დამივიწყო" წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობამ მიიღეს: გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრებმა,...
27
Aug
საქართველოს დელეგაციის შეხვედრა რობინ სივორდთან უკრაინაში

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მრჩეველის მოადგილეს, რობინ სივორდს შეხვდა.

27
Aug
ვლადიმერ იმნაძემ უკრაინის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, სტეფან პოლტორაკთან და უკრაინის ვეტერანების მინისტრთან, ირინა ფრიზთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროში უკრაინის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი  ყვავილებით შეამკო.